1
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

A private house
It is recommended to use PENOPLEX during construction

2
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Residential complex
It is recommended to use PENOPLEX during construction

3
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Business Center
It is recommended to use PENOPLEX during construction

4
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Residential complex
It is recommended to use PENOPLEX during construction

5
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Highway
It is recommended to use PENOPLEX during construction

6
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Agrocomplex
It is recommended to use PENOPLEX during construction

7
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Business Center
It is recommended to use PENOPLEX during construction

8
EFFECTIVE
THERMAL INSULATION

Runways, terminal buildings
It is recommended to use PENOPLEX during construction

კომპანია “პენოპლექსი” (PENOPLEX) წარმოადგენს პოლიმერების საფუძველზე სამშენებლო და დეკორატიული მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელს. 25 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყნის ქარხნები აწარმოებენ თბოსაიზოლაციო მასალას PENOPLEX® ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფისგან, რომელსაც აქვს ეფექტური მახასიათებლები სხვადასხვა პროფესიული და კერძო ამოცანების შესასრულებლად. 

სისტემურ გადაწყვეტილებებში PENOPLEX-თან ერთად გამოიყენება ჰიდროსაიზოლაციო PVC მემბრანები PLASTFOIL, ქაფ-წებოები, დამცავი და სადრენაჟო პროფილირებული მემბრანები PLASTGUARD, გეოტექსტილი, გამყოფი ფენები, სამაგრი ელემენტები და  სხვა აქსესუარები გადახურვის, კედლების და საძირკვლის მოსაწყობად.

თბოიზოლაცია PENOPLEX იძლევა გათბობაზე და კონდიცირებაზე სახსრების დაზოგვის საშუალებას მისი მაღალი თბოდამცავი თვისებების ხარჯზე. გარდა ამისა, ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფისგან დამზადებული ფილები პრაქტიკულად არ ექვემდებარებიან ტენის და მიკროორგანიზმების ზემოქმედებას, რაც ხელს უწყობს ნაგებობების გრძელვადიან დაცვას და ზრდის მათი ექსპლუატაციის ვადას.

პენოპლექსის (PENOPLEX) თბოიზოლაციის ძირითადი მახასიათებლები

თბოგამტარობა
PENOPLEX-ის ფილების უცვლელად დაბალი თბოგამტარობა, რომელიც არ არის დამოკიდებული გარეშე პირობებზე, უზრუნველყოფს კონსტრუქციის სტაბილურად მაღალ თბოდამცავ მახასიათებლებს ობიექტის ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში.

ეკოლოგიურობა
PENOPLEX-ის წარმოება ხდება თანამედროვე მოწყობილობებზე მოწინავე უფრეონო ტექნოლოგიების გამოყენებით.

უსაფრთხოება
PENOPLEX შეესაბამება ყველა სანიტარულ და ჰიგიენურ სტანდარტს. ის არ გამოყოფს ჰაერში ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ფენოლები, იზოციანატები.

მედეგობა ტენის მიმართ
PENOPLEX-ს აქვს დახურული უჯრედული სტრუქტურა, რის გამოც ის არ შთანთქავს წყალს და ინარჩუნებს დეკლარირებულ თვისებებს კონსტრუქციის ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში.

ბიოსტაბილურობა
PENOPLEX არ წარმოადგენს მატრიცას ბაქტერიების, ობის და სხვა მავნე მიკროორგანიზმების განვითარებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბიოკოროზიის გამოვლინებების არარსებობას. PENOPLEX-ის ბიოსტაბილურობა დასტურდება სპეციალიზებული მიკოლოგიური ცენტრების მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით.

ხანგამძლეობა
მასალის ეფექტური ექსპლუატაციის ვადა 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დადასტურებულია არქიტექტურისა და სამშენებლო მეცნიერების რუსეთის აკადემიის სამშენებლო ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გამოკვლევებით.

PENOPLEX-ის სისტემური გადაწყვეტილებების გამოყენება შემდეგ სფეროებში:

  1. საბინაო მშენებლობა
  2. სამრეწველო ინჟინერია
  3. აგრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობა
  4. კოტეჯების და დაბალსართულიანი შენობების მშენებლობა
  5. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების მშენებლობა
  6. სპორტული ობიექტების მშენებლობა
  7. საგზაო მშენებლობა
  8. მილსადენებისა და საინჟინრო ქსელების მშენებლობა
  9. კერძო მშენებლობა და რემონტი